"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000285
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
** სფერო: ტრენინგები და სწავლება.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.
უნარები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, "თეგეტა აკადემიაში".
სამუშაოს აღწერა:
** ყოველწლიური ავტორიზაციისთვის ანგარიშისა და თვითშეფასების მომზადება;
** სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მასწავლებლების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** პროფესიული მასწავლებლების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** სასწავლო პროცესში ხარისხის შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა;
** ხარისხის გარე და შიდა შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმების შექმნა/დანერგვა/სრულყოფა;
** აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება, მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება.
** ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის, ხოლო არსებულის დახვეწა/მოდიფიცირების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნების მომზადება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/285 და შეავსოთ აპლიკაცია.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 მარტი, 2019 წ.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის მენეჯერი - ბათუმი
18 თებერვალი -
18 მარტი