საქმისმწარმოებელი - ბათუმი

18 თებერვალი - 18 მარტი

"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000287
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
** სფერო: ტრენინგები და სწავლება.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, "თეგეტა აკადემიაში".

სამუშაოს აღწერა:

** დოკუმენტაციისა და გაცემული აქტების აღრიცხვა, რეგისტრაცია, შენახვა, დაცვა;
** აკადემიის დოკუმენტაციის არქივში გადასაცემად მომზადება;
** პროფესიული დიპლომის რეგისტრირება, შენახვა, დაცვა, ადრესატისთვის გადაცემა;
** აკადემიის მიერ გაფორმებული ყველა სახის, მათ შორის ფინანსური და სტუდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაციაში გატარება, აღრიცხვა, დაცვა;
** აკადემიაში არსებული ყველა სახის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება, შენახვა, დაცვა;
** აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტაციის მომზადების ვადებისა და სხვა ფორმალური მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/287 და შეავსეთ აპლიკაცია. 

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 მარტი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!