სამშენებლო პროექტების მენეჯერი

08 დეკემბერი - 08 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000241
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: აღმასრულებელი მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი; ინჟინერია/არქიტექტურა
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი; სფერო: ინჟინერია

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირება;
** ერთდროულად რამოდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
** სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდიელბა;
** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;

სამუშაოს აღწერა

** სამშენებლო პროექტის გუნდისა და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა (ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაოს ვადების გრაფიკის მომზადება);
** სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** სამშენებლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** პროექტის განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მართვა;
** ობიექტის პროექტთან, მშენებლობის გრაფიკთან და დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ადამიანური ტექნიკური და ფულადი რესურსის მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშგების მომზადება;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/241