სამშენებლო კომპანიის დირექტორი

08 დეკემბერი - 08 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო კომპანიის დირექტორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000244
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დირექტორი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი; ინჟინერია/არქიტექტურა
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები

** მართვის, კოორდინაციისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი

დამატებითი მოთხოვნები

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო/დეველოპერული კომპანიის მართვის გამოცდილება;
** ფინანსების მართვის ცოდნა;
** პროექტების მართვის ცოდნა

სამუშაოს აღწერა

** კომპანიის მისიის, სტრატეგიული ხედვის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბება და სამეთვალყურეო საბჭოსთან/პარტნიორთა კრებასთან წარდგენა დასამტკიცებლად, კომპანიის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით;
** კომპანიის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად სამოქმედო გეგმების შედგენა და მათი გადანაწილება კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე;
** კომპანიის წინაშე დასახული მიზნების მიღწევისთვის კომპანიაში მართვის ეფექტიანი პროცესის ჩამოყალიბება;
** კომპანიის წლიური ბიუჯეტის ჩამოყალიბება დასახული მიზნებიდან გამომდინარე და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან/პარტნიორებთან წარდგენა დასამტკიცებლად;
** კომპანიის ერთიანი ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და რეგულარული შეფასება და მთავარი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, კომპანიის მომგებიანობის პარამეტრების მუდმივი გაუმჯობესება;
** ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა საოპერაციო რისკების მინიმიზაციის მიზნით;
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობისა და შესრულებული პროექტების ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასა და სხვადასხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტების პროგრესის შესახებ ანგარიშგების მომზადება;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/244