საგარანტიო მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი

18 ივნისი - 18 ივლისი

თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000110
ადგილმდებარეობა: ბათუმი
მოქმედების ვადა: 13.07.2018
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** სფერო: კლიენტთა მომსახურება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა საგარანტიო განყოფილების დახმარებით.
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა საგარანტიო განყოფილებაში.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.

დამატებითი ინფორმაცია: 

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/110