საგარანტიო მომსახურების ოფიცერი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების ოფიცრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000181
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება 
** კლიენტთა მომსახურების სფეროში.

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** Microsoft Office Excel
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

სამუშაოს აღწერა

** საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება.
** კომპანიის მასშტაბით (თბილისის და რეგიონების ფილიალები) შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა.
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის. 
** რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს! 

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/181