ქოლ-ცენტრის კონსულტანტი - შემომავალი ზარი

11 ნოემბერი - 29 ნოემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის კონსულტანტის თანამდებობაზე (შემომავალი ზარი).

ვაკანსიის კოდი: TGM0000507
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი; კლიენტთა მომსახურება - 1 წელი
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა და კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმირება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** მონაცემთა ბაზის სპეც. პროგრამაში ადმინისტრირება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/507

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!