ოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000286
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 13 მარტი
კატეგორია: დისტრიბუცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი-დისტრიბუციაში, მსგავს პოზიციაზე.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.
ენები:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
დამატებითი მოთხოვნები:
** ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
სამუშაოს აღწერა:
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განახლება / დალაგება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/286
პრისელერი
14 თებერვალი -
14 მარტი