მტვირთავი

08 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000499
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** განათლება: არასრული უმაღლესი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა

** საწყობში საქონლის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** ბრენდების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;
** შეკვეთების გამზადება;
** საწყობში პროდუქციის აღწერა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/499

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 ოქტომბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!