მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა - გორი

26 იანვარი - 26 თებერვალი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს მიღებას მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელ პროგრამაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001233
ადგილმდებარეობა: გორი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: პროფესიული, სტუდენტი, არასრული უმაღლესი
** ენები: ქართული - ძალიან კარგი

უნარები:

** აქტიურობა, ენერგიულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

კომპანიის შესახებ:

"თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 25 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

"თეგეტა მოტორსი" მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი "დროა აირჩიო ხარისხი". "თეგეტა მოტორსი" მრავალი ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა "ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ "თეგეტა მოტორსს", პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

"თეგეტა მოტორსი" იწყებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების შესაძლებლობით მათთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით, და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

** სტაჟირება ანაზღაურებადია.
** გრაფიკი - სრული
** ხანგრძლივობა - 6 თვე.

პროფესიული სწავლება ცხადდება თეგეტა მოტორსის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:

** მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილი;
** ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
** ვულკანიზაცია.

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში.

ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და "თეგეტა მოტორსის" წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

"თეგეტა მოტორსი" სტუდენტებს სთავაზობს:

** მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
** საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1233

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.