"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000470
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება:
** სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** სფერო: კლიენტთა მომსახურება.
განათლება:
** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები.
ენების ცოდნა:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/470
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 დეკემბერი, 2019 წ.
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
მოლარე-ოპერატორი
10 დეკემბერი -
20 დეკემბერი