მოლარე-ოპერატორი

13 სექტემბერი - 19 სექტემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000451
ადგილმდებარეობა: ყაზბეგი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი მსგავსი მიმართულებით.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/451

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19 სექტემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!