მიწოდების აგენტი - რუხი

22 თებერვალი - 22 მარტი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000301
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, სოფ. რუხი
კატეგორია: დისტრიბუცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
** სფერო: დისტრიბუცია.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

** მიღებული შეკვეთის მიხედვით სამუშაო დღის დაგეგმვა;
** გამოწერილი ინვოისების საფუძველზე, კომპანიის ძირითადი საწყობიდან პროდუქციის აღება, საქონლის ადგილზე დათვლა და ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** კლიენტებისთვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებისგან შეკვეთის აღება და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ მოთხოვნილი დეფიციტური პროდუქტის მოძიება კომპანიის ფილიალებში და პროდუქციის კლიენტისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/301

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14 მარტი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!