"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000284
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
** სფერო: ტრენინგები და სწავლება; საავტომობილო სფერო.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.
უნარები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდის მართვის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული სწავლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საავტომობილო ან/და ტექნიკურ სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.
** შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, "თეგეტა აკადემიაში".
სამუშაოს აღწერა:
** აკადემიის სასწავლო და ადმინისტრაციული საქმიანობის მონიტორინგი;
** აკადემიაში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობის დადგენა და მონიტორინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან;
** აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესისა და საწარმოო პროცესის ზედამხედველობა;
** აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისა და სასწავლო პროცესში უშუალოდ ჩართული ადამიანური რესურსების მონიტორინგი;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიის სამართლებრივი აქტების დაცვის მონიტორინგი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/284 და შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 მარტი, 2019 წ.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
მენეჯერი - ბათუმი
18 თებერვალი -
18 მარტი