მენეჯერი - ბათუმი

18 თებერვალი - 18 მარტი

"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000284
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
** სფერო: ტრენინგები და სწავლება; საავტომობილო სფერო. 

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდის მართვის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ან პროფესიული სწავლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
** საავტომობილო ან/და ტექნიკურ სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება აუცილებელია. 
** შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან თბილისში, "თეგეტა აკადემიაში".

სამუშაოს აღწერა:

** აკადემიის სასწავლო და ადმინისტრაციული საქმიანობის მონიტორინგი;
** აკადემიაში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობის დადგენა და მონიტორინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან;
** აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესისა და საწარმოო პროცესის ზედამხედველობა;
** აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისა და სასწავლო პროცესში უშუალოდ ჩართული ადამიანური რესურსების მონიტორინგი;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიის სამართლებრივი აქტების დაცვის მონიტორინგი. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/284 და შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 მარტი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!