კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

05 ნოემბერი - 15 ნოემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000517
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სისხარტე
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები: საკუთარი ავტომობილით რეგიონის მასშტაბით კორპორატიულ კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება.

სამუშაოს აღწერა:

** არსებულ კერძო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
** აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვს წარდგენა;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კერძო კორპორატიული ორგანიზაციების პორტფელის წარმოება (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა, პრობლემური დებიტორების შესაბამის სტრუქტურებზე გადაცემა).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/517

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 ნოემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!