IT სპეციალისტი

10 იანვარი - 30 იანვარი

თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000555
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.
** სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება;
** ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** კომპანიის ფილიალებში გასვლა (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა, საჭიროებისამებრ).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/555

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 იანვარი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!