IT სპეციალისტი

30 აპრილი - 30 მაისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000348
ადგილმდებარეობა: ფოთი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი

დამატებითი მოთხოვნები

** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება;
** ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** კომპანიის ფილიალებში გასვლა (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა, საჭიროებისამებრ);

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/348