ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი

09 დეკემბერი - 31 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001384
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინვენტარიზაცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
განათლება: ბაკალავრი (სფერო: ფინანსები)

უნარები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი

დამატებითი მოთხოვნა: Microsoft Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის საწყობებში შერჩევითი და სრული აღწერების დაგეგმვა და ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება და შედეგების ანალიზი;
** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** სასაწყობე პროცესებში გამოვლენილ ხარვეზების დროული აღმოჩენა და ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელებისთვის;
** კომპანიაში არსებული სასაწყობე პროცესების მართვის ინსტრუქციის დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1384