IFRS ანგარიშგების ოფიცერი

10 იანვარი - 31 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების ოფიცრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000556
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი, მსგავსი მიმართულებით.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** აუდიტორულ კომპანიაში (Big4) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სამუშაოს აღწერა:

** ფასს-ის მოთხოვნების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა და პერიოდული შემაჯამებელი ფინანსური უწყისების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კონტროლი;
** საფინანსო ინსტიტუტებთან არსებული კომპანიის/ჯგუფის ფინანსური შეზღუდვების (კოვენანტების) დათვლა და მონიტორინგი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის გზებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** აუდიტორებთან ურთიერთობის კოორდინირება;
** შესრულებული პროექტების ფინანსური შეფასება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/556

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 იანვარი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!