გაყიდვების მრჩევლის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა

09 იანვარი - 20 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს მიღებას გაყიდვების მრჩევლის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000534
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი - გაყიდვების, მომსახურების სფეროში.
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

ჰოლდინგი "თეგეტა მოტორსი", მასში შემავალი საავტომობილო ბრენდებისთვის (ტოიოტა; პორშე; მაზდა; ვოლვო) აცხადებს კონკურსს ავტომობილების გაყიდვების მრჩევლის მოსამზადებელ სასწავლო პროგრამაზე ქ. თბილისში.

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ და გარანტირებულად დასაქმდეთ ჰოლდინგის მასშტაბით.

სწავლებას უზრუნველყოფს "თეგეტა აკადემია", ბრენდების გაყიდვების მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად.

"თეგეტა აკადემია" ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჰოლდინგის მასშტაბით.

შერჩევისა და სასწავლო პროცესის აღწერა:

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

1. ტესტირება; (ინტელექტუალური უნარები; უცხო ენა)
2. გასაუბრება.

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს:

** ავტომობილების აგებულება;
** გაყიდვები/service+;
** საავტომობილო ბრენდების გაცნობა;
** პრაქტიკული სწავლება.

სწავლის/სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ავტომობილების გაყიდვების მიმართულებით.

სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია "თეგეტა მოტორსის" მიერ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/534

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 იანვარი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!