გაყიდვების მენეჯერი

25 მაისი - 24 ივნისი

"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანასიას: გაყიდვების მენეჯერი.

თეგეტა აკადემია აცხადებს კონკურსს მსუბუქი ავტომობილის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში;

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ ჰოლდინგის მასშტაბით.

ვაკანსიის კოდი .............TGM0000376
ადგილმდებარეობა ........თბილისი
ორგანიზაცია .................თეგეტა აკადემია
კატეგორია ...................სხვა
დასაქმების ტიპი ........სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე........სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** სფერო: გაყიდვები; მომსახურება.
** ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი.
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

სასწავლო პროცესის აღწერა:

** ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს;
** პრაქტიკური სწავლება - თეორიული კურსის დასრულების შემდეგ დაიწყება პრაქტიკული სწავლება, რომლის განმავლობაშიც კანდიდატები გაეცნობიან ავტომობილების სხვადასხვა ბრენდებს, მათ სპეციფიკაციებს. სტაჟირება ანაზღაურებადია. 
** სწავლის/სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის ჰოლდინგის მასშტაბით გაყიდვების მიმართულებით. 
** სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა მოტორსის მიერ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/376