გაყიდვების კონსულტანტი

04 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000464
ადგილმდებარეობა: ახალქალაქი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნა: საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/465

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!