ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორი

31 იანვარი - 02 მარტი

"თეგეტა რენტალს" აცხადებს ვაკანსიას ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000267
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სპეც. ტექნიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი, მსგავსი მიმართულებით
** განათლება: მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად 
** ენების ცოდნა: ქართული - კარგი.

უნარები:

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სამშენებლო ტექნიკის მართვის მოწმობა - S კატეგორია;
** ტექნიკის (ექსკავატორ-დამტვირთველის) ოპერირების უნარი;
** ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
** ტექნიკის მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი;
** ტრენინგები და კვალიფიკაცია: ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის ტრენინგი; ტექნიკური უსაფრთხოების ტრენინგი.

სამუშაოს აღწერა:

** ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორი პასუხისმგებელია მიმაგრებული ტექნიკის მოვლა-პატრონობაზე და ვალდებულია შეასრულოს დამქირავებლის მითითებები კომპეტენციის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებამდე,  ექსკავატორ-დამტვირთველის ყოველდღიური მომსახურების ჩატარება. (ძრავის ზეთის დონის შემოწმება, გამაგრილებელი სითხის დონის შემოწმება, საწვავის სისტემაში არსებული მდგომარეობის ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში წყლის სალექარი ფილტრებიდან წყლის ჩამოცლა და სახელმძღვანელოთი გაწერილი სხვა სამუშაოების შესრულება);
** ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერირება - სამშენებლო ობიექტზე ქვაბულის ამოღება/მოსწორება, სასარგებლო წიაღისეულისა და ინერტული მასალის მოპოვება, სხვადასხვა ნაშალი ტვირთვის გადატანა/გაშლა/მოგროვება, მთების დატერასება გრუნტის  მოსწორება, ტბებისა და წყალსაცავების მოწყობა და სხვა;
** სამუშაო დღის დასრულებისას, ტექნიკის გადაყვანა სადგომზე და შესაბამისი ზომების მიღება მისი არაკანონიერი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით (ავტომანქანის სალონის დაკეტვა; ხელსაწყოების უსაფრთხოდ დაფიქსირება/დაკეტვა).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/267? და შეავსოთ აპლიკაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!