ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერი

18 ოქტომბერი - 01 ნოემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000493
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: მენეჯმენტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: აღმასრულებელი მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი მსგავსი მიმართულებით.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი.
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსები.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები: გამოცდილება ელ. კომერციის სფეროში, საცალო დანიშნულების მრავალფეროვანი ასორტიმენტის დიდი მოცულობებით ონლაინ გაყიდვებში.

სამუშაოს აღწერა:

** ელ. კომერციის პლატფორმების ფუნქციონირების საოპერაციო კურირება;
** ელ. კომერციის პლატფორმების განვითარების პროცესის მართვა: განვითარების მიზნების დასახვა; სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება; მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
** ელ. კომერციის პლატფორმების განვითარების მიზნით ამოცანების განსაზღვრა IT გუნდისთვის;
** მიმართულების მუდმივი განვითარების მიზნით ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირება კომპანიის სტრატეგიულ ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობაში;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი გუნდური კომუნიკაციისა და კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფა, მიმართულების წინაშე დასახული მიზნების წარმატებით მისაღწევად;
** ელ. კომერციის განვითარების გუნდის ჩამოყალიბება და ეტაპობრივად გაძლიერება მიმართულების მიზნებთან შესაბამისობაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/493

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!