დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში

21 მაისი - 21 ივნისი

დაიწყე კარიერა "თეგეტა მოტორსში"!

ვაკანსიის კოდი: TGM0000375
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი, გაყიდვების, მომსახურების ან საავტომობილო სფეროში.
** განათლება: ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია

სამუშაოს აღწერა:

"თეგეტა აკადემია" აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში;

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ "თეგეტა აკადემიაში" და გარანტირებულად დასაქმდეთ "თეგეტა მოტორსში".

"თეგეტა აკადემია" ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას "თეგეტა მოტორსის" ფილიალებში თბილისის მასშტაბით. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

დამატებითი ინფორმაცია:

სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია "თეგეტა მოტორსის" მიერ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/375