ბუღალტერი

04 ოქტომბერი - 04 ნოემბერი

თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000215
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი ბუღალტერიაში.

განათლება: 

** ხარისხი: ბაკალავრი;
** სფერო: ეკონომიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან  სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის  ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს  საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/215

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!