ბრენდ მენეჯერი

05 დეკემბერი - 05 იანვარი

"თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000243
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი, გაყიდვების სფეროში.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების კვლევა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების მუდმივი განვითარების მიზნით ბაზრის შესწავლა, ბაზარზე არსებული ფასების, ბრენდების და პროდუქტების ანალიზი, შესაძლო ტენდენციებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** ბაზრის კვლევის შედეგებისა და გაყიდვების შიდა სტატისტიკური ანალიზის მიხედვით კომპანიაში არსებული პროდუქტების განვითარება, საბაზრო სეგმენტების მოთხოვნის შესაბამისად ახალი ბრენდების მოძიება და პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა;
** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება - თვითღირებულების, კვლევების შედეგების და კონკურენტული ფასების მიხედვით შემდეგი სატარიფო განაკვეთების დადგენა: საცალო, კორპორატიული, საბითუმო, მინიმალური ფასი;
** კლიენტის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის მოძიება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება და შემდგომ მისი ეფექტურობის ანალიზი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/243

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 დეკემბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!