საავტორო კურსი - საზოგადოებასთან ურთიერთობა 101

18 აპრილი - 18 მაისი

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი" გთავაზობთ პროფესორ მარიამ გერსამიას საავტორო კურსს "საზოგადოებასთან ურთიერთობა 101".

კურსი განკუთვნილია:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის დამწყები სპეციალისტებისთვის;
** არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის კუთხით;
** სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის; 

კურსის მიზანია:

** კურსდამთავრებულმა შეიძინოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, კერძოდ:  
** გაეცნოს კომუნიკაციის წარმატებულ სტრატეგიებს;
** შეძლოს მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვა, პრესრელიზის და პრესკიტის მომზადება;
** კრიზისულ სიტუაციაში მოამზადოს საპასუხო გეგმა;
** დაგეგმოს წარმატებული კომუნიკაცია და შეძლოს მესიჯის კონსტრუირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის;
** შეძლოს ბრიფინგის და ღონისძიების ორგანიზება;
** შეძლოს საჯარო გამოსვლის კრიტიკული ანალიზი
** მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი და სხვ.

საკონტაქტო საათების მოცულობა: 30 საათი
კურსის ღირებულება: 280 ლარი; თსუ სტუდენტებისთვის: 230 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/wc_2e5pqjo8vnet_/

საკონტაქტო ინფორმაცია: "თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი" (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1465 ან1466).  

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის  დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.