პრაქტიკული გერმანული ენის სასერთიფიკატო კურსი

18 აპრილი - 18 მაისი

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი" გთავაზობთ პრაქტიკული გერმანული ენის A1, A2, B1 და B2 დონის  სასერთიფიკატო კურსებს. 

კურსებს გაუძღვებიან - უნივერსიტეტის მასწავლებლები  - თეა ფარულავა და ნანა ბერიძე .

კურსდამთავრებულებს  ეძლევათ საშუალება გაიარონ  პრაქტიკა გერმანიაში.

კურსის მოდულის მოცულობა:

ყოველი საფეხურის ხანგრძლივობა: 60 საათი (3 თვე);

ღირებულება:

** ერთი საფეხურის  ღირებულება: 360 ლარი (თვეში 120 ლარი); 
** თსუ-ის   სტუდენტებისა  და   თანამშრომლებისთვის:  240 ლარი (თვეში   80  ლარი);
** კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

გაიცემა  ორენოვანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსი განკუთვნილია:

** უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის;
** უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის;
** სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის მიზანია:

შეასწავლოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა  და   სხვა  დაინტერესებულ პირებს გერმანული ენა.;

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/yiph-xdu-50zxul2r//

საკონტაქტო ინფორმაცია: 

"თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი" (ილია ჭავჭავაძის გამზ.1)     
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1461);   
მობ. 577 40 42 70;
ელ. ფოსტა avelina.davituliani@tsu.ge.