მძღოლი

01 ოქტომბერი - 13 ნოემბერი

შპს "რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი" - სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა - B და D კატეგორია;
** მართვის მოწმობა ავტომობილის შესაბამისი კატეგორიის მინიმუმ 5 წლის გამოცდილებით;
** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სალაპარაკო დონეზე).

ფუნქციები და მოვალეობები:

** მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაზე ზრუნვა კომპანიის კუთვნილი მიკრო ავტობუსით;
** მგზავრთა დახმარება ბარგის ატანაში/ჩამოტანაში;
** მგზავრების კითხვების შემთხვევაში, თავაზიანად პასუხების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** დაემორჩილოს ყველა საგზაო მოძრაობის წესებს;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის სტატუსის ჩაწერა ყოველივე მორიგეობის დასრულებისას;
** კომპანიის მიერ დაწესებული მარშრუტის შესწავლა და შესაბამისი გრაფიკის დაცვა;
** კომპანიის მიერ დაწესებული უნიფორმის ტარება;
** სატრანსპორტო საშუალების ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მგზავრებისთვის მარკეტინგის გუნდის მიერ წინასწარ შედგენილი კითხვარის დარიგება, შემდეგ ამ მასალის შეგროვება და მარკეტინგის გუნდისთვის გადმოცემა;
** მგზავრების რეგისტრაცია და წინასწარ დამზადებული სამაჯურების დარიგება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

პირადი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური მარშრუტის დაგეგმარება;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს;
** ანაზღაურება: 500-800 ლარი.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2019 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@tbilisimall.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

მადლობას ვუხდით ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.