ოფისის დიასახლისი

21 მარტი - 21 აპრილი

კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საოფისე ფართის დალაგება-დასუფთავებაში (განვიხილავთ მათ შორის სამედიცინო დაწესებულების ან სასტუმრო-სარესტორნო სფეროში დასუფთავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს)
** აუცილებელია საშუალო განათლების ფლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე და რბილი ავეჯის წმენდა, დასუფთავება 
** კომპიუტერებისა და ორგტექნიკის წმენდა 
** სამზარეულოს დალაგება, დასუფთავება 
** სველი წერტილების დასუფთავება
** ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა
** დერეფნის, კიბის უჯრედების და სხვა ზოგადი ტერიტორიის დასუფთავება
** მუდმივი კონტროლი ურნების სისუფთავეზე და ნარჩენებისგან გათავისუფლება
** მტვერსასრუტის საწმენდი სითხეებისა და გასაწმენდი საშუალებების გამოყენება, მოვლა და ეკონომიური ხარჯვა
** ოფისში განთავსებული მცენარეების მოვლა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ენერგიული, სწრაფი
** აკურატული
** ორგანიზებული
** სამუშაოზე ორიენტირებული
** თავაზიანი, მზრუნველი
** ენთუზიაზმის მქონე, დაუზარელი (ხალისიანი)
** კეთილსინდისიერი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 საათის ჩათვლით, კვირაში 6 დღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
** შრომის ანაზღაურება შეთანხმებით.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. #86

როგორ ხორციელდება შერჩევა?

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება 

როგორ გამოვაგზავნო რეზიუმე? შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@telex.ge 2018 წლის 14 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის დიასახლისი (დამლაგებელი).

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით 215 91 91
გვესტუმრეთ http://telex.ge/
დაგვიმეგობრდით http://www.facebook.com/TELex.ge