სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი

23 მაისი - 20 ივნისი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება სამკურნალო ფაკულტეტს);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი". 

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.