სააგენტო ქსელის კოორდინატორი

05 სექტემბერი - 25 სექტემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს კოორდინირება სადაზღვევო აგენტების მუშაობასა და პროფესიულ ზრდას;
** გააკონტროლოს სადაზღვევო აგენტების დისციპლინა და კომპანიაში დადგენილი ყველა შინაგანაწესის დაცვა;
** მუდმივად გაზარდოს ჯგუფის პორტფელი;
** იზრუნოს მის ჯგუფში სადაზღვევო აგენტების რაოდენობრივ ზრდაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სააგენტო ქსელის კოორდინატორი-ზუგდიდი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;

ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.