სააგენტო ქსელის კოორდინატორი - ზუგდიდი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.
თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს კოორდინირება სადაზღვევო აგენტების მუშაობასა და პროფესიულ ზრდას;
** გააკონტროლოს სადაზღვევო აგენტების დისციპლინა და კომპანიაში დადგენილი ყველა შინაგანაწესის დაცვა;
** მუდმივად გაზარდოს ჯგუფის პორტფელი;
** იზრუნოს მის ჯგუფში სადაზღვევო აგენტების რაოდენობრივ ზრდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; 
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სააგენტო ქსელის კოორდინატორი-ზუგდიდი".