დეველოპერი

02 სექტემბერი - 03 სექტემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში; 
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა; 
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC,WebApi);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle/MS-SQL);
** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (ASP.NET, JavaScript, HTML, AJAX, CSS, XML).
** კოდის დაგეგმვის, სტრუქტურიზაციისა და არქიტექტურული შაბლონების გამოყენების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დეველოპერი". 

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.