დაზღვევის ზარალების სპეციალისტი

13 თებერვალი - 13 მარტი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: სიცოცხლისა და სამოგზაურო დაზღვევის ზარალების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

მოთხოვნები: 

** სამედიცინო განათლება (სასურველია სამკურნალო ფაკულტეტი);
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო ზარალების მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
** Excel-ის კარგად ცოდნა; 

ფუნქციები:

** შემოსული დოკუმენტაციის შესწავლა, სადაზღვევო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და ფინანსური დათვლა;
** კომუნიკაცია დაზღვეულებთან, კლიენტებთან და ასისტანსთან;
** ზარალების პროგრამული აღრიცხვა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სიცოცხლისა და სამოგზაურო დაზღვევის ზარალების სპეციალისტი".