ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი

11 დეკემბერი - 25 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: ხარისხის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
** თანამშრომლების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
** მომხმარებლებისგან შემოსული პრეტენზიების მართვა;
** რეგულარული შეხვედრები მომხმარებელთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომლებთან (თბილისი, რეგიონები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო (სამკურნალო, ჯანდაცვა) მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო სფეროში;
** სასურველია კვლევების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.