ვიპ მომსახურების მენეჯერი

31 ოქტომბერი - 15 ნოემბერი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: ვიპ მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის ვიპ დაზღვეულების და პირადი მენეჯერის მომსახურების მქონე კომპანიების თანამშრომლების საინფორმაციო და ტრანზაქციული ტიპის მომსახურების გაწევა სატელეფონო კომუნიკაციით
** ჯანმრთელობის დაზღვევის დაზღვეულთა კმაყოფილების ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ​სერვისულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარ-ჩვევები;
** დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის კარგი უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვიპ მომსახურების მენეჯერი"

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.