სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: VC3837
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.
უნარები:
** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი.
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
სამუშაოს აღწერა:
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3837
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 3 სექტემბერი, 2019 წ.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
20 აგვისტო -
09 სექტემბერი