უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - რეზერვი - გურჯაანი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2934
ადგილმდებარეობა: გურჯაანი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენები:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო

უნარები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2934