SME ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის საკრედიტო პორტფელური რისკების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2938
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი
მოქმედების ვადა: 02.10.2018
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინიციატიურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვიანობის სფეროში/საბანკო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების სფეროში
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:

** კორპორატიული და მცირე და საშუალო სეგმენტების საკრედიტო რისკების მართვა და ბანკისთვის მისაღებ დონეზე შენარჩუნება
** დაკრედიტების პოლიტიკის, პროცედურების და ლიმიტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ინდივიდუალური და პორტფელური რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა;
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი არსებული რისკების დროულად გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაწევა;
** საკრედიტო პორტფელის დროული მონიტორინგის უზრუნველყოფის კონტროლი, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა;
** პორტფელის ადექვატური დარეზერვების უზრუნველყოფა;
** კორპორატიული და მცირე და საშუალო სეგმენტების საკრედიტო რისკების მართვის გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი სტრატეგიული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2938