SME ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2931
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი, მაგისტრი
** ენების ცოდნა: რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინიციატიურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** მაგისტრატურის განათლება ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** ფინანსური მიმართულებით დამატებითი განათლება (CFA, ACCA და სხვ. პროგრამებზე სწავლა, მონაწილეობა) ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** ფინანსურ სფეროში მუშობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით;
** კომერციულ ბანკში მუშაობის გამოცდილება კორპორატიული და SME ბიზნეს დაკრედიტების, ან საკრედიტო რისკების კუთხით სასურველია და ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული)მაღალ დონეზე ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ უწყისებთან პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი, სტრესულ გარემოში ადაპტირების საშუალება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი/შესაძლებლობა

სამუშაოს აღწერა

** ბანკის კორპორატიული და SME ბიზნეს მსესხებლების ფინანსური უწყისების ანალიზი, საკრედიტო პროექტის განხილვა, ანალიზი, რისკების შეფასება
** განხილულ საკრედიტო პროექტზე რისკების დასკვნის მომზადება
** ბანკის საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და წარმოდგენილ საკრედიტო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
** არსებული პორტფელის მართვა, არსებული მსესხებლების შეფასება და შიდა ინსტრუქციით რეზერვირება
** საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისთვის საჭირო ანგარიშგებებით მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება
** არსებული საკრედიტო პორტფელის მართვა, მსესხებლების ფინანსური მონიტორინგების გაცნობა, შეფასება და ანალიზი
** რისკების განყოფილებაში მიმდინარე სტრატეგიულ პროექტების განხორციელებაშიმონაწილეობა
** საკრედიტო ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** განყოფილებისთვის შიდა ანგარიშგებების წარმოება
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი
** პორტფელური ანალიზის პრეზენტაციების მომზადება
** ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან
** სხვადასხვა ტიპი ანგარიშგებებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება, რეპორტის მომზადება

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2931