სერვის ექსპერტი

17 აპრილი - 01 მაისი

"თიბისი ბანკის" ეჯაილ გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

ვაკანსიის კოდი: VC3465
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 01.05.2019
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული სერვის ექსპერტი, გიყვარს სისტემების დიზიანი და მათი ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

გუნდის წევრი, რომელიც შექმნის, დანერგავს და განავითარებს საკრედიტო პროდუქტებისთვის გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიას და იზრუნებს მის ავტომატიზაციაზე. შენ იქნები პასუხისმგებელი პროცესების ანალიზზე, არსებული თუ პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და აღმოფხვრაზე, სასესხო სისტემების კონფიგურაციაზე და ზოგადად, ჩვენი პროდუქტის გამართულად მუშაობაზე. შენი გუნდი იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ დაგევალება:

** პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი;
** მოთხოვნების შეგროვება,პროექტში მონაწილე მხარეებისგან დოკუმენტების ანალიზი ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
** პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტის შექმნა;
** ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა;
** ფუნქციონალური სპეციფიკაციების შეთანხმება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან;
** ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება პროექტის დიზაინის, დაპროგრამების,ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;
** გარკვეულ შემთხვევებში პროექტის მენეჯერის ფუნქციის შესრულება;
** საკუთარი ინიციატივით, თითქმის სრული დელეგირებით პროექტის სრული ციკლის შესრულების უზრუნველყოფა - მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან- საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე

უნდა გქონდეს:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინფორმაციული   ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა)
** გამოცდილება საკრედიტო რისკების მიმართულებით (სასურველია ბიზნეს ანალიტიკოსის როლით)
** ანალიტიკური, ლოგიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
** ინიციატივა და კრეატივი პროდუქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** მაღალი მოტივაცია
** პასუხისმგებლობის გრძნობა

კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** სისტების დანერგვების მიმართულებით გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3465