სერვის ადმინისტრატორი - რეზერვი

07 ნოემბერი - 21 ნოემბერი

სს "თიბისი ბანკი​" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4081
ადგილმდებარეობა: რუსთავი, თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება წელი
** განათლება - ხარისხი: ბაკალავრი
** ენები: ინგლისური - საშუალო; რუსული - საშუალო

უნარები:

** აქტიურობა
** გაყიდვების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
** ​კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება

დამატებითი ინფორმაცია;

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4081