საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური რეპორტინგის მენეჯერი

08 იანვარი - 22 იანვარი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4293
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: ბაკალავრი; მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა: ინგლისური - ძალიან კარგი.

უნარები:

** გუნდურობა
** დროის მართვა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში, deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაოს აღწერა:

** შვილობილი კომპანიების ანგარიშგების მოთხოვნა და სისწორის შემოწმება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** ფინანსურ ანგარიშგებასთან თანდართული შენიშვნების (კონსოლიდირებული, Stand Alone) მომზადება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სამართლიანი წარდგენა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (Draft Word Report as at reporting date);
** სხვადასხვა განყოფილებებისგან მოთხოვნილი ფინანსურ ინფორმაციის მომზადება (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) და მიწოდება;
** კოეფიციენტების დათვლა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით;
** NBG ანგარიშების IFRS ანგარიშთა გეგმაში გადატანა;
** ბანკისა და მისი შვილობილების მასშტაბით განყოფილებებთან ურთიერთობა და IFRS-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
** გარე აუდიტორებთან ურთიერთობა, IFRS-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს ფინანსური ინფორმაციის მომზადება, მიწოდება, და ბანკის პოზიციის დაცვა;
** გარე აუდიტის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილის მიხედვით აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და განხორციელება (რაც შედის საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური რეპორტინგის განყოფილების კომპეტენციაში).
** IFRS-ის მიხედვით რეპორტინგის განყოფილების ფუნქციონალური და ფინანსური გეგმების შესრულება და ანგარიშგება განყოფილების უფროსთან.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4293