საცალო სესხების პროდუქტების მენეჯერი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას საცალო სესხების პროდუქტების მენეჯერის (იპოთეკური სესხები) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2933
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, საცალო სესხების გაყიდვების განყოფილება
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** აქტიურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინიციატიურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მოტივირებულობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ბანკში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
** იპოთეკური სესხების ექსპერტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მიმდინარე პოზიციაზე გაყიდვებში მაღალი შედეგები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი იპოთეკური სესხების კუთხით;
** პროდუქტის განვითარებაზე (პროცესები, ფასები) მუდმივი ზრუნვა;
** ფილიალების მხარდაჭერა იპოთეკურ სესხთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე (რისკები, ფასდადება, პროცესები, პრობლემები, გაცემა);
** გაყიდვების მაქსიმიზაციისათვის აქციების დაგეგმვა და წარმართვა (აქციების მიმდინარეობის მონიტორინგი);
** რისკებთან მუდმივი ინტერაქცია პროდუქტის გაუმჯობესების და გამარტივების კუთხით;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა (სემინარები, ტრეინინგები სხვა აქტივობები);
** პროდუქტების დასამტკიცებლად გეგმების დასახვა;
** ფილიალის შესაბამის თანამშრომლებთან უკუკავშირი, პრობლემების თავმოყრა, ანალიზი და შესაბამის განყოფილებებთან გადაგზავნა მათი აღმოფხვრის მიზნით;
** შედეგების შესახებ ანგარიშების წარმოება (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
** არსებული პორთფელის მონიტორინგი და კონტროლი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2933

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2 ოქტომბერი, 2018 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.