მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების მენეჯერი

30 აგვისტო - 06 სექტემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების მენეჯერის (საკრედიტო ქვეჯგუფი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3855
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ბანკი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა: ინგლისური - კარგი.

უნარები:

** თავაზიანი
** კომუნიკაბელური
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კრეატიული
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატიურობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
** ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა;
** სტატისტიკური მაჩვენებლების გაანალიზების გამოცდილება;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასესხო მოდულის LMS ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ფილიალების და სათავოს სხვა განყოფილებების მიერ დაფიქსირებული პრობლემების კოორდინირებული, ოპერატიული მოგვარება;
** ფილიალების და სათავოს სხვა განყოფილებების მხარდაჭერა, როგორც პროცედურულ საკითხებთან, ასევე არასტანდარტულ ქეისებთან დაკავშირებით;
** არასტანდარტული ქეისების შემთხვევაში რეკომენდაციების მომზადება/შეთანხმება/მიწოდება;
** პროგრამული ხარვეზების შემთხვევაში მიზეზების გამოკვლევა და იტ კლიენტების მომსახურების განყოფილების დახმარებით ხარვეზის გამოსწორება, საჭიროების შემთხვევაში დაკვეთის ფორმირება პროგრამული ხარვეზის გამოსწორებაზე;
** CRM-ის პროგრამულ მოდულში ე.წ. "თიქეთების" სახით დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება დადგენილი SLA-ის მიხედვით და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პრობლემების მოგვარებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების კონტროლი ხარვეზის/პრობლემების მოგვარების ოპერატიულად მოგვარების კუთხით;
** დადგენილი პერიოდულობით და დამატებით საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადება და ანალიზი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3855

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 6 სექტემბერი, 2019 წ.