მოლარე-ოპერატორი/ლომბარდის შემფასებელი - დღის/ღამის ცვლა

17 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი/ლომბარდის შემფასებელი (საცალო) - დღის/ღამის ცვლა.

ვაკანსიის კოდი: VC4024
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 31.10.2019
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** კლიენტთა მომსახურება - 1 წელი
** განათლება: ხარისხი: სტუდენტი, არასრული უმაღლესი, ბაკალავრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა

დამატებითი მოთხოვნები:

შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის მომზადებას/ტრენინგს.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება
** კონვერტაციები

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4024