მოლარე-ოპერატორი

10 დეკემბერი - 23 დეკემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4186
ადგილმდებარეობა: ფოთი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: აუცილებელია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4186

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 დეკემბერი, 2019 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.